ეკონომიკა

საქართველოში ფულადი გზავნილები გაიზარდა

19.07.16 16:40


ივნისში უცხოეთიდან საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილების მოცულობამ 105,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე.

გადმორიცხვების მოცულობით რუსეთი ლიდერობს. ივნისის თვეში ამ ქვეყნიდან 35,9 მლნ აშშ დოლარია გადმორიცხული, აღნიშნულიასაქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

მეორე ადგილზეა საბერძნეთი, საიდანაც საქართველოში 13,2 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. მას მოსდევს იტალია (11,5 მლნ აშშ დოლარი), აშშ (10,7 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (7,8 მლნ), ისრაელი (5,1 მლნ) და ა. შ.

საქართველოდან უცხოეთში ივნისის თვეში გადაირიცხა 16,5 მლნ აშშ დოლარი, რაც დაახლოებით 15,4%-ით მეტია გასული წლის ივნისის მონაცემზე.

სულ უცხოეთიდან საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვების მოცულობამ პირველ ნახევარ წელიწადში 530,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე დაახლოებით 2%-ით ნაკლებია.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები