საზოგადოება

პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების დიპლომს გაუთანაბრდება

04.02.19 13:20


პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების დიპლომს გაუთანაბრდება.

კონკრეტულად კი საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდები (მე-9 კლასი) პროფესიის შესწავლის პარალელურად ე.წ. სასკოლო საგნებს სრულად გაივლიან და სურვილის შემთხვევაში, ამავე დიპლომით უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას შეძლებენ. აღნიშნული რეფორმა მაისიდან ეტაპობრივად ამოქმედდება.

ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ჩატარებული პრეზენტაციისას გახდა ცნობილი.

ასევე, სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს (მე-12 კლასი) შეეძლებათ, ისწავლონ პროფესიულ პროგრამებზე, რომლებიც შემუშავებული იქნება დამსაქმებელთა მონაწილეობით.

ამასთან, დაინერგება მოკლევადიანი გადასამზადებელი კურსები , რაც ბაზარზე არსებული მოთხოვნების (ვაკანსიების) შესაბამისად მოხდება და მოსახლეობის უნარების განახლებასა და ახალი კომპეტენციების შეძენას ისახავს მიზნად.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილებები კერძო სექტორთან მაქსიმალური ჩართულობით მოხდება.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები