საზოგადოება

ქართველი კანოისტი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა

19.07.16 17:10


კანოისტი ზაზა ნადირაძე ევროპის ჩემპიონატის U-23 ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ჩემპიონატი ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გაიმართა,ნათქვამია კანოეს საერთაშორისო ფედერაციის (ICF) ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ნადირაძის შედეგი 200 მეტრიან დისტანციაზე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში 37, 631 წამი იყო.

შეჯიბრების გამარჯვებული ლიტველი ვადიმ კორობოვი გახდა, ხოლო ვერცხლის მფლობელი — პორტუგალიელი ტიაგო ტავარესი.

ნადირაძის მედალი ევროპის ჩემპიონატებზე მოპოვებული პირველი მედალია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

ნადირაძე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრია და მონაწილეობას მიიღებს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე. საქართველო ოლიმპიადაზე კანოესა და ბაიდარებზე ნიჩბოსნობაში პირველად იქნება წარმოდგენილი.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები