საზოგადოება

ქართველი მშვილდოსნები ოლიმპიადისთვის ბათუმში ემზადებიან

19.07.16 17:50


ქრისტინე ესებუა, რომელიც რიოს ოლიმპიადაზე საქართველოს მშვილდოსნობაში წარადგენს, ხათუნა ნარიმანიძესა და იულია ლობჟანიძესთან ერთად, დასკვნით შეკრებას ბათუმში მართავს.

„გადავწყვიტეთ, დასკვნითი შეკრება ბათუმში ჩაგვეტარებინა. წვრთნები ჩვეულ რეჟიმში, ყოველგვარი შემთხვევების გარეშე მიმდინარეობს. რიოში გამგზავრებას 26 ივლისს ვგეგმავთ“, — განუცხადა Sputnik-ის კორესპოინდენტს ესებუამ.

ესებუასა და ნარიმანიძისთვის რიოს ოლიმპიადა მათ კარიერაში მეხე ოლიმპიადა იქნება. რაც შეეხება ლობჟანიძეს, ის ოლიმპიურ თამაშებზე პირველად წარდგება.

მშვილდოსნების გუნდური შეჯიბრება 7 აგვისტოს გაიმართება, ხოლო ინდივიდუალური — 11 აგვისტოს. ოლიმპიურ ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 128 სპორტსმენი — 64 მამაკაცი და 64 — ქალი.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები