ეკონომიკა

მატეო პატრონე: EBRD-ი უფრო და უფრო მეტად ენდობა საქართველოს მთავრობას და მის ეკონომიკურ პოლიტიკას

06.02.19 12:40


EBRD-ის ახალმა მმართველმა დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში მატეო პატრონემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდა.

მისი თქმით, "ჩვენი ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა და EBRD-ი უფრო და უფრო მეტად ენდობა საქართველოს მთავრობას და მის ეკონომიკურ პოლიტიკას".

საუბარი შეეხო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთობლივად განხორციელებულ პროექტებს და EBRD-ის, როგორც საქართველოსთვის ძლიერი პარტნიორის და დონორის როლს ქვეყნის განვითარების პროცესში.

ყურადღება გამახვილდა პროექტებზე, რომლებში ინვესტირებას EBRD-ი მომავალში გეგმავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყველა პროექტი, რომელიც EBRD-ის მხარდაჭერით ხორციელდება, ქვეყნის განვითარებისთვის პრიორიტეტულია და ხელს უწყობს საქართველოს რეგიონულ ჰაბად და ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო EBRD-ის ინტერესს საჯარო სექტორში ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.

მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა მატეო პატრონეს წინამორბედის, ბრუნო ბალვანერას წვლილს საქართველოში წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი საინვესტიციო პორტფელის შექმნაში, რისთვისაც მას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები