საზოგადოება

დედოფლისწყაროში გზის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

19.07.16 18:20


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს საავტომობილო გზის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია: ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, სახიდე გადასასვლელისა და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია. ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად, მძღოლთა სრულყოფილი ორიენტაციის მიზნით გათვალისწინებულია საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა, ზღუდარების მოწყობა, მიმმართველი ბოძკინტების დაყენება და სავალი ნაწილის მონიშვნა.

რეაბილიტაციის პროცესს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ხერგიანი გაეცნო. ამ დროისთვის 7 კილომეტრიან სარეაბილიტაციო მონაკვეთზე გზის საფუძვლისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 600 000 ლარია.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 478


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები