საზოგადოება

სუს-მა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსი დააკავა

07.02.19 14:00


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსი დააკავა.ზაქარია ქინქლაძის დაკავების ფაქტს ადასტურებენ მისი თანამშრომლები. მათივე თქმით, ქინქლაძის სამუშაო ოთახში და საცხოვრებელ სახლში კი ჩხრეკა მიმდინარეობს.

„დაკავების მიზეზზე ინფორმაცია არ მაქვს. ამ წუთებშიც გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. ზაქარია ჩვენთან ორ წელზე მეტია მუშაობს, მოულოდნელია ჩემთვისაც“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის კახეთის რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა ბესო შუბითიძემ.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები