საზოგადოება

კახა კალაძე: „მზიურის“ პარკში თოჯინების თეატრი აღარ აშენდება

07.02.19 15:00


თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „მზიურის“ პარკში თოჯინების თეატრი აღარ აშენდება.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თოჯინების თეატრის შენობის პროექტი სხვა ადგილზე განხორციელდება.

“მზიურის“ პარკში არაფერი არ აშენდება, თოჯინების თეატრთან დაკავშირებული იდეა გვქონდა, თუმცა ეს პროექტი სხვა ადგილზე განხორციელდება, რადგან პირდაპირ კანონს ვეწინააღმდეგებოდით და „მზიურში“ აღარ აშენდება. „მზიურის“ რეაბილიტაცია მოხდება, ამ პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ. სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. პროექტი რამდენიმე თვის წინ წარვუდგინეთ მოსახლეობას, საკმაოდ საინტერესოა და მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სივრცე იქნება რეაბილიტირებული“,- განაცხადა კახა კალაძემ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები