ეკონომიკა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თემაზე პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

08.02.19 17:30


ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით, სასტუმრო „რედისონში“, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა" და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მხარეებმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (EBRD, AIIB, ADB, OPIC) მიერ წარმოდგენილი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული მოსაზრებები, კვლევები და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის" სესხის გაცემის პირობები განიხილეს. ეს პირობები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და კრედიტორების მიმართ კონსორციუმის ვალდებულებების სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფას გულისხმობს, ასევე - პორტის განვითარების ფაზების ახლებურ რეგულირებას და სხვა ცვლილებებს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა" და საქართველოს მთავრობას შორის დადებულ ხელშეკრულებაში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გააგრძელონ დიალოგი კონსორციუმის მიერ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისათვის საჭირო დაფინანსების მოპოვებისა და პროექტის წარმატებულად განხორციელების მიზნით.






წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები