საზოგადოება

სამართალდამცველებმა სიღნაღში იარაღის სამალავი იპოვეს

19.07.16 19:20


წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ძმები: 1972 წელს დაბადებული ნიკოლოზ ჩ. და 1972 წელს დაბადებული კახაბერ ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სიღნაღის რაიონში სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ტყუპი ძმები დააკავეს.

დაკავებულების კუთვნილი მიწის ნაკვეთის დათვალიერებისას სამართალდამცველებმა „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ა-კა 74“-ის მოდელის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი და 14 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

ხოლო სოფელ საქობოში დაკავებულების საცხოვრებელი სახლიდან ასევე ამოღებულია „იჟ 56“-ის მოდელის ორლულიანი კომბინირებული თოფი და 16 საბრძოლო ვაზნა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი ვარგისია სროლისთვის.

ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით), რაც ჯარიმას ან სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოლო მონაცემებით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 2016 წლის დასაწყისიდან საქართველოში 57 ადამიანია დაპატიმრებული.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 5293


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები