საზოგადოება

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ძალოსანია

12.02.19 10:00


ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვით, ლაშა ტალახაძე კვლავ მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ძალოსანია.

ფედერაციის ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები დღეს გამოქვეყნდა. ტალახაძემ 17 800 ხმა მოაგროვა.

ქალთა შორის პირველ ადგილზე ესპანელი ლიდია ვალენტინი გავიდა.

ქართველი ჩემპიონი მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად ზედიზედ მეორედ დასახელდა.

გასული წლის 21 დეკემბერს ლაშა ტალახაძე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით, წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად დასახელდა.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები