ეკონომიკა

ტურიზმიდან შემოსავალი ერთ თვეში 5%-ით გაიზარდა

12.02.19 16:55


საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა იანვარში 164.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8 მილიონით მეტია (ზრდა +5%).

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის მატებასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული ვიზიტების წილის ზრდა და საერთაშორისო ტურიზმიდან მეტი შემოსავლის მიღება.

ეროვნული ბანკის წინასწარი მონაცემებით: 2018 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3,2 მილიარდ დოლარს (ზრდა +18.4%), რაც 498 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2018 წლის I-III კვარტლის ფაქტობრივი მდგომარეობით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან შეადგენს 2,571 მილიონ დოლარს (ზრდა +20.5%), რაც 437 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები