პოლიტიკა

ბახტაძე: მთავრობის მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ყველა რეგიონის თანაბარი განვითარებაა

13.02.19 12:30


საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ყველა რეგიონის თანაბარი განვითარებაა.

ამის შესახებ პრემიერმა სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

პრემიერმა სოფელ უდაბნოს მცხოვრებლებს საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ის კახეთის რეგიონში უკვე მეთორმეტე ცენტრია.

"საზოგადოებრივი ცენტრების შექმნის იდეა სწორედ იმას ემსახურება, რომ რაც შეიძლება მეტმა ჩვენმა მოქალაქემ ჩვენსრეგიონებში, სოფლებში შეძლოს ისარგებლოს ყველანაირი მომსახურებით და სერვისით.

ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი სწორედ ის არის, რომ თანაბრად განვავითაროთ საქართველოს ყველა რეგიონი, შესაბამისად ეს არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენ შევქმნათ ახალი ეკონომიკური მოდელი რეგიონებში და კიდევუფრო წავახალისოთ ეკონომიკური განვითარება, ახალი სიცოცხლე შევიტანოთ ჩვენს ყველა სოფელში, მოსახლეობას შევუქმნათერთიანი პირობები ცხოვრებისა და განვითარებისთვის.

ჩემთვის პირადად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ხელმისაწვდომობა ჰქონდესთანაბრად ისეთ სერვისებზე, როგორიცაა ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა და სოციალურიინფრასტრუქტურა. ამმიმართულებით სულ უფრო წინ მივდივართ და დღეს საქართველოს მასშტაბით უკვე 63-ე საზოგადოებრივ ცენტრს ვხსნით დარამდენიმე კვირაში გავხსნით კიდევ ახალ ცენტრს ტყიბულში. ეს ცენტრები მოსახლეობას ზუსტად ისეთივე ხარისხისმომსახურებას აწვდის, როგორც ნებისმიერ დიდ ქალაქში.

მინდა გითხრათ, რომ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრის არსებობა თქვენ გაგიმარტივებთ 200-ზე მეტი სახელმწიფო და კერძოსექტორის სერვისზე წვდომას, თქვენ გექნებათ სწრაფი, კომფორტული მომსახურება.

განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენი ახალგაზრდები და მოზარდები შეძლებენ ისარგებლონ უახლესიტექნიკით, თანამედროვე სტანდარტების ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკით, შეხვედრების ოთახით და უფასო ინტერნეტით.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, არ აქვს მნიშვნელობა, სად იზრდებიან ჩვენი ბავშვები და მოზარდები, ყველას უნდა ჰქონდესთანაბარი წვდომა ამ სერვისებზე.

აღსანიშნავია, რომ ცენტრში განთავსდება კერძო კომპანიების ფილიალებიც, რომლებიც შემოგთავაზებენ თავიანთ მომსახურებას. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ პენსიონერები, რომლებიც სოფელში ცხოვრობენ, პენსიას ადგილზე მიიღებენ.

აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ თქვენს სოფელს აქვს უნიკალური ტურისტული პოტენციალი. სამწუხაროდ, ბევრიინფრასტრუქტურული ხარვეზი არსებობდა იმისთვის, რომ თქვენ სრულად გქონოდათ შესაძლებლობა, გესარგებლათ ამტურისტული პოტენციალით.

იცით, რომ რამდენიმე წლის წინ ჩვენ დავასრულეთ წყლის მომარაგების პროექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყოთითოეული თქვენგანისთვის, მაგრამ ამავე დროს სხვა ინფრასტრუქტურაც მოსაწესრიგებელია, განსაკუთრებით საავტომობილოგზა და გპირდებით, რომ ამასაც ძალიან მოკლე ვადებში გადავჭრით.

აქვე არის დავით გარეჯის კომპლექსი, რომელიც თითოეული ქართველისთვის, თითოეული ქრისტიანისთვის მართლაცუნიკალური ძეგლია და ეს საშუალებას აძლევს სოფელ უდაბნოს, რომ ჰქონდეს უნიკალური ტურისტული პოტენციალი და მეგპირდებით, რომ თითოეული თქვენგანი უკვე უახლოეს მომავალში საკუთარი თვალით დაინახავს, რომ ძალიან გაიზრდებათქვენს სოფელში ტურისტების რაოდენობა და ეკონომიკური განვითარება.

ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი ცენტრების მშენებლობა კვლავ გაგრძელდება და ეტაპობრივად მოიცავს მთელსაქართველოს. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მეტი სიახლე და თანამედროვეობაშევიდეს სოფლად, ჩვენი ხალხის ცხოვრების პირობები გახდეს სულ უფრო კომფორტული და მივაღწიოთ წინსვლას ყველამიმართულებით",-განაცხადა პრემიერმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები