საზოგადოება

გახარია უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსს შეხვდა

14.02.19 13:15


შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსს, გენერალ-პოლკოვნიკ პეტრო ციგიკალს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა, საქართველოსა და უკრაინის სამართალდამცავი უწყებების მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. გიორგი გახარიამ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსს სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე რეფორმები გააცნო.

შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე და საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი დაესწრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის დელეგაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასაც ესტუმრა. ხელი მოეწერა გეგმას "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული დანაყოფებისა და უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ადმინისტრაციის 2019-2020 წლების თანამშრომლობის" შესახებ.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები