საზოგადოება

თურქეთი საქართველოს წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო 100 000 ვაქცინას გადასცემს

14.02.19 16:30


სტამბოლში მოსახლეობის ჯანმრთელობის, გადაუდებელი შემთხვევებისათვის მზაობისა და საპასუხო რეგიონალური სამოქმედო გეგმის სახითხისადმი მიძღვნილი მინისტერიალი გაიმართა.

მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველო-თურქეთის მთავრობებს შორის გადამდებ დაავადებებთან ბრძოლის საკითხებში თანამშრომლობის შეთანხმებას.

იგი ითვალისწინებს, თურქეთიდან საქართველოსთვის წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო 100 000 ვაქცინის მიწოდებას.

დოკუმენტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაზა ბოხუამ და თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილემ, ემინე ალფმეშემ მოაწერეს ხელი.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები