ეკონომიკა

საქართველოს შეიძლება საკუთარი საზღვაო ფლოტი გაუჩნდეს

14.02.19 16:50


საქართველომ საზღვაო სახელმწიფოს სტატუსი უნდა დაიბრუნოს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში.

„საქართველო მრავალწლიანი საზღვაო ისტორიის ქვეყანაა. იმისთვის, რომ დღეს საქართველომ დაიბრუნოს ეს სტატუსი, საზღვაო ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო თუ სხვა ინოვაციური ხედვების დანერგვასთან ერთად უმნიშვნელოვანესია, საქართველოს ჰყავდეს სახელმწიფო დროშის ქვეშ რეგისტრირებული და ქართველი მეზღვაურებით დაკომპლექტებული საზღვაო ფლოტი", – განაცხადა ქობულიამ.

მისი სიტყვებით, ვიდრე საზღვაო სანაოსნო კომპანია შეიქმნება, საქართველოს მთავრობა ყველა აუცილებელ კვლევას ჩაატარებს.

„საზღვაო სანაოსნო კომპანიის შექმნა, სხვა ნებისმიერი კომერციული ერთეულის დაფუძნების მსგავსად, ბაზრის კონიუნქტურის შესწავლას, დაფინანსების სწორი სქემის შემუშავებას და რისკ-ფაქტორების გამოვლენას გულისხმობს, რაც შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებასთან ასოცირდება", – აღნიშნა მინისტრმა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები