პოლიტიკა

ირანის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორია ირანს ეკუთვნოდა

14.02.19 18:00


ისლამური რევოლუციის ორმოცი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანმა განაცხადა, რომ საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიები, რომლებიც მშობლიურ მიწას 205 წლის წინ გამოეყო, ირანს ეკუთვნის.

“205 წლის წინ, კაჯარების დინასტიის მმართველობის დროს, ირანის მშობლიური მიწები ქვეყანას გამოეყო, მათ შორის – ჩრდილოეთ ირანი და კავკასიის ნაწილი. ამ ადგილებში, ახლა, სხვა სახელმწიფოებია ფორმირებული”, – განაცხადა ჰასან როუჰანმა. თავის გამოსვლაში როუჰანმა, ასევე, რამდენიმე ტერიტორია ახსენა, სადაც, ამჟამად, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანია განლაგებული.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები