პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

15.02.19 10:55


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

პრემიერი კონფერენციის ფარგლებში რამდენიმე თემატურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და ნატო-ს უკავშირდება.

ასევე, დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის კოლეგებთან და კონფერენციაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებთან.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია შედიან.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ძირითადი საკითხები წელს ევროკავშირის გაძლიერება და ტრანსატლანტიკური თანამშრომლობაა.

კონფერენციის ფარგლებში დისკუსია ასევე შეეხება შეიარაღების კონტროლის საკითხებსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, ვაჭრობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების შესაძლო გადაკვეთის წერტილებს, ისევე, როგორც კლიმატის ცვლილების ეფექტსა და ტექნოლოგიური ინოვაციების გავლენას საერთაშორისო უსაფრთხოებაზე.

მიუნხენის კონფერენციაში წელს 35-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, 50 ქვეყნის საგარეო საქმეთა და 30 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი მიიღებს მონაწილეობას.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები