პოლიტიკა

საქართველოს ელჩი ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს შეხვდა

15.02.19 11:15


საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი, გიორგი შარვაშიძე, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს, ჯოკე ბრანდტს, შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს და დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. ასევე, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნიდერლანდების სამეფოსა და საქართველოს შორის მარტში დაგეგმილ ორმხრივ პოლიტიკურ კონსულტაციებზე და ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას.

საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები