პოლიტიკა
09.05.16 20:35
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გლდანის საარჩევნო ოლქში, საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბორია ფირცხელიანი წარადგინეს.
შეხვედრა მოსახლეობასთან ავჭალაში, სარაჯიშვილის სკვერში გაიმართა. კახა კალაძემმოსახლეობას მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გაამახვილა საყოველთაო დაზღვევის პროგრამასა და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით განხორციელებულ პროექტებზე.
„დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი კანდიდატი ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით, თანადგომით, ერთსულოვნებით, აუცილებლად მიაღწევს წარმატებას და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან, 2016 წლის 8 ოქტომბერს გველოდება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები. ვფიქრობ, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატის წარმატება იქნება ავჭალაში დასახლებული თითოეული ადამიანის წარმატება. მათ ეყოლებათ ღირსეული წარმომადგენელი თბილისის საკრებულოში, რომელიც აქ მცხოვრები ადამიანების ინტერესებს დაიცავს"-განაცხადა კახა კალაძემ.
პარტიის აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა წინაპირობა არსებობს, რომ 22 მაისის არჩევნებში „ქართული ოცნება" ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.
„ჩვენ დღეს წარვადგინეთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თბილისის საკრებულოში, ავჭალის ოლქში, ბატონი ბორია ფირცხელიანი. ეს არის ღირსეული კანდიდატი. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ არა მხოლოდ გამარჯვებას მოვიპოვებთ, არამედ მოვიპოვებთ გამარჯვებას ძალიან დიდი უპირატესობით. ამის ყველა წინაპირობა არსებობს"-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მოსახლეობას სიტყვით მიმართა ასევე ბორია ფირცხელიანმა.
"ამ რაიონს კარგად ვიცნობ, გამომდინარე იქიდან, რომ გახლავართ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ბიუროს წევრი რაიონული ორგანიზაციის. აქედან გამომდინარე, პრობლემები ჩემთვის ნაცნობია. გავეცანი დაწყებულ პროგრამებს, დამთავრებულ პროექტებს. მზად ვარ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ვიმოქმედო და დავეხმარო მოსახლეობას მის მოგვარებაში"-აღნიშნა ბორია ფირცხელიანმა.
ბორია ფირცხელიანი არის აფხაზეთის ომის ვეტერანი, „ქართული ოცნების" აქტიური წევრი 2012 წლიდან. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას გლდანის რაიონში იყო საარჩევნო კოორდინატორი, 2014 წელს - თვითმმართველობის არჩევნებისას მუხიანში შტაბის უფროსი, 2013-2016 წლებში გლდანის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრი. ჰყავს მეუღლე და 4 შვილი.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გლდანს მაჟორიტარი დეპუტატი კობა კობალაძე წარადგენდა. იგი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსად დაინიშნა.
22 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება თბილისის (გლდანი), გარდაბნის (კალინინო და ყარაჯალარის თემები); კასპის (მეტეხის თემი); წყალტუბოს (სოფელ წყალტუბოს თემი); ქალაქ ოზურგეთის და ოზურგეთის (დაბა ნასაკირალის თემი), ხობის (ყულევის თემი) და ზუგდიდის (კორცხელის თემი) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში.
წყარო : /www./news.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24