პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ქუვეითის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

15.02.19 13:15


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად, ქუვეითის პრემიერ-მინისტრს შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ქუვეითს შორის არსებულ ურთიერთობებზე, სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობებზე, სატრანსპორტო მიმოსვლასა და ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

უმრავლესობის ლიდერმა ქუვეითის პრემიერ-მინისტრს საკანონმდებლო და ეკონომიკური რეფორმები, ასევე, ბიზნესის წარმოების და საინვესტიციო გარემოს შესახებ საქართველოს საერთაშორისო რეიტინგები გააცნო.

საუბარი შეეხო ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდთან თანამშრომლობის საკითხსაც.

ვიზიტში საპარლამენტო უმრავლესობიდან გოჩა ენუქიძე, სავალან მირზოევი და ილია წულაია, ხოლო საპარლამენტო უმცირესობიდან ირმა ნადირაშვილი მონაწილეობენ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები