პოლიტიკა

"ბაღებსა და სკოლებში კვების დარღვევაზე სანქციები შეიძლება, გამკაცრებას მართლა საჭიროებდეს" - ჯანდაცვის მინისტრი

15.02.19 14:15


ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ცხენისა და ვირის ხორცის აღმოჩენასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

დავით სერგეენკო არ გამორიცხავს, რომ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში კვების დარღვევაზე სანქციები შეიძლება, გამკაცრებას მართლა საჭიროებდეს.

"2012-2014 წლებში იყო ბევრი პრიორიტეტი, მათ შორის ბავშვთა კვება, რომელშიც ჩართული იყო რამდენიმე უწყება. ჯანდაცვის სამინისტრო ჩართული იყო იმ კუთხით, რომ განსაზღვრა ძირითადი კვებითი საჭიროებები და მენიუები. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ახორციელებენ ამ ყველაფრის მართვას და ლოგისტიკას, ხოლო სურსათის ეროვნული სამსახური ხარისხის მონიტორინგს. არა მარტო საბავშვო ბაღებში, არამედ მთლიანად გაყიდვების ქსელში არსებულ პუნქტებში, რომლებზეც რეაგირება მოხდა. ბავშვთა კვების დარღვევა რაიმე სახით, ცალსახად მიუღებელია. სანქციები, რომელიც მიმართულია დარღვევებისკენ, შეიძლება, მართლაც საჭიროებდეს გამკაცრებას, თუმცა მონიტორინგი ცალსახად მკაცრია და ბავშვთა კვება ყველაზე მაღალი პრიორიტეტი უნდა იყოს" - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები