პოლიტიკა
15.02.19 15:00
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი 2018 წლის იანვარში შეიქმნა და მის ფუნქციად ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით სიძულვილის მოტივით, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულების, ტრეფიკინგის გამოძიების ხარისხის მონიტორინგი განისაზღვრა.
დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, აღნიშნულ დანაშაულთა გამოძიების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და გაიზარდა პოლიციის მიმართ ნდობა.
გამოძიების ხარისხის ამაღლება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, სისტემის შიგნით უკვე დაწყებულია საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებების გამიჯვნა.
ამასთან, სამინისტრო ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმას, რაც საკანონმდებლო დონეზე საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილების მკაფიოდ განსაზღვრას და გამოძიების პროცესზე გამომძიებლის პასუხისმგებლობის გაზრდას გულისხმობს.
ფუნქციების გამიჯვნის პირობებში, საგამოძიებო სისტემის რეფორმის წარმატებით განსახორციელებლად, სისტემის შიგნით, ცენტრალიზებულ დონეზე, გამოძიების ხარისხის კონტროლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
სწორედ ამიტომ, მიმდინარე წლიდან ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა. ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობასთან, დისკრიმინაციული ნიშნით სიძულვილის მოტივით, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილ დანაშაულებსა და ტრეფიკინგთან ერთად, დეპარტამენტი განახორციელებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა, ასევე, სისხლის სამართლის პოლიტიკის პრიორიტეტების გათვალისწინებით, სხვა დანაშაულთა გამოძიების ხარისხის მონიტორინგს მთელი საქართველოს მასშტაბით.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი შეიმუშავებს რეკომენდაციებს გამოძიების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, განახორციელებს რეკომენდაციების შესრულების კონტროლს, გამომძიებელთა წახალისებისა და დასჯის წინადადებით მიმართავს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებს, უზრუნველყოფს მოქალაქეთა საჩივარ-განცხადებების განხილვას, კოორდინაციას გაუწევს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა საქმიანობას.
დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი დღეს გამოცხადდა.
პრეზენტაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - ENIGMMA-2 მხარდაჭერით გაიმართა.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 271
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24