ეკონომიკა

გიორგი ქობულია: ჩვენი ეკონომიკის განვითარებას არასაკმარისი მუშახელი აბრკოლებს

15.02.19 15:40


ქუთაისში, დასავლეთ საქართველოში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისათვის ბიზნეს ფორუმი გაიმართა.

ფორუმში ეკონომიკის მინისტრი მონაწილეობს. გიორგი ქობულიამ თავის გამოსვლაში ყურადღება სამ მიმართულებაზე გაამახვილა.

ესენია: ექსპორტი, პროფესიული განათლება და უძრავი ქონების კუთხით მთავრობასთან თანამშრომლობა.

"ჩვენი ეკონომიკისთვის ექსპორტი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ეს არის ის, რაც დაეხმარება ჩვენს ქვეყანას, რომ გავხდეთ უფრო ძლიერი.

ჩვენი ეკონომიკის განვითარების ძირითადი დაბრკოლება, არასაკმარისი მუშახელია. ხალხს უნდა მუშაობა და ჩვენ ამ ხალხს უნდა მივცეთ საშუალება, მიიღონ პროფესიული განათლება. საგანმანათლებლო კურსები და ტრენინგები ხშირად ჩატარდება თქვენს რეგიონში. ჩვენი ძირითადი მიზანია შევქმნათ სამუშაო ადგილები, ამისთვის კი საჭიროა კვალიფიციური კადრები,"- განაცხადა მინისტრმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები