საზოგადოება

თბილისის მე-15 საბავშვო ბაღში ევაკუაცია გამოცხადდა

15.02.19 17:00


თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მე-15 საჯარო საბავშვო ბაღში ევაკუაცია გამოცხადდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბაღის ადმინისტრაციის განცხადებით, ბაღში სპეციფიკური სუნი დილიდანვე შეინიშნებოდა, რის გამოც შენობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

„დილით სუნი ვიგრძენით სველი წერტილებიდან და მაშინვე დავრეკეთ ყველა შესაბამის უწყებაში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მშობლებისთვის დაგვერეკა. ბაღებში არანაირ ქიმიურ ნივთიერებას არ ვიყენებთ, რომ ალერგია არ გამოიწვიოს. დაახლოებით აცეტონის სუნი იყო. არ ვიცით, რისი ბრალია. მოწამვლა ან ალერგია რომ არ გამოეწვია, გადავწყვიტეთ, დაგვეცალა ბაღი“, – განაცხადა მე-15 საბავშვო ბაღის დირექტორმა მარიამ კაპანაძემ.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ადგილზე საპატრულო პოლიცია და კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები მუშაობენ.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები