საზოგადოება

გლდანის ციხესთან ძველი სამარხი იპოვეს - ნაპოვნი ობიექტები შესაძლოა, ელინისტურ ხანას განეკუთვნებოდეს

15.02.19 17:15


თბილისში, გლდანის ციხესთან ძველი სამარხი იპოვეს. ციხესთან სანიაღვრე მილი გასკდა, რამაც მიწის ჩამორეცხვა გამოიწვია.

აღმოჩენილ ძველ სამარხს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური სამსახური შეისწავლის.

„ახლად გამოვლენილი ობიექტის პირველადი დათვალიერების შედეგად დაფიქსირდა ოთხი სამარხი, რამდენიმე კერამიკული ჭურჭელი და ლითონის სამკაული. არქეოლოგების წინასწარი შეფასებით, აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები შესაძლოა, ელინისტურ ხანას (ძვ. წელთაღრიცხვის V – IV საუკუნეებს) განეკუთვნებოდეს. ​არტეფაქტებისა და სამარხების დათარიღებისა და კულტუროლოგიური შეფასების კვალიფიციური დასკვნა სააგენტოში უახლოეს დღეებში მომზადდება“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.




წყარო : /www.presa.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები