საზოგადოება

ეროვნული აღსრულების ბიუროს ეზოში მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს

19.07.16 21:40


შსს-ს თანამშრომლებმა ეროვნული აღსრულების ბიუროს ეზოში მომხდარი ინციდენტის მესამე მონაწილე, 1977 წელს დაბადებული მიხეილ ვ. დააპატიმრეს.

მანამდე ქართული მედია იუწყებოდა, რომ ორშაბათს ეროვნული აღსრულების ბიუროს ეზოში მომხდარ ინციდენტში სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი არჩილ მამაგეიშვილი და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ყოფილი მოადგილე ავთანდილ ანთიძე მონაწილეობდნენ. სროლის შედეგად მამაგეიშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გარდა ამისა, „პირველი რადიოს“ ცნობით, ასევე დაკავებულია შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი განყოფილების ყოფილი უფროსი მიხეილ ვანიშვილი.

ამ მომენტისთვის ავთანდილ ანთიძე საავადმყოფოში პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

შემთხვევის ადგილზე პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე და 108-ე მუხლებით), რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები