ეკონომიკა

მამუკა ხაზარაძე: ანაკლიის პორტი არის სტარტაპი

18.02.19 13:45


„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პორტი სტარტაპია და სწორედ ამ პროექტს შეუძლია ქვეყნის რეალობის შეცვლა.

მან კავკასიის უნივერსიტეტში შეხვედრისას სტუდენტებს განუცხადა, რომ დღევანდელი გადასახედიდან, ინვესტიციებისა და დიდი გზის მიუხედავად, არანაირი გარანატია არ არსებობს პროექტის დასრულების.

ხაზარაძის განმარტებით, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა სწამს, ამ პროექტს ბოლომდე მიიყვანენ.

„ის გამოცდილება და საპარტნიორო მხარდაჭერა, ნდობა საერთაშორისო ბანკებისგან მაძლევს იმედს, რომ ბოლომდე მივიყვანთ პროეტქს. მთავარი მამოძრავებელი არის ის, რომ ეს ქვეყანა ამ მდგომარეობაში კი აღარ ვიხილო, მოხდეს გარღვევა და ამაში ჩემს გუნდთან ერთად წვლილი შევიტანო. მთელი ჩემი კარიერა, იმიჯი, ფინანსები არის სასწორზე შეგდებული, მაგრამ ღრმად მჯერა, რომ ეს პროექტი გამოვა, ეს პროექტი სჭირდება მთელ საქართველოს. სწორედ ახლა ვმუშაობთ მოდელზე, რომლითაც ყველა ქართველს შეუძლია შემოგვიერთდეს, რადგან ეს უნდა იყოს ყველას პროექტი. ასე ერთობლივად, ერთობლივი მიწოლით უნდა გავიტანოთ ეს პროექტი. სწორედ მას შეუძლია ახალი რელობის გაჩენა თითოეული ჩვენგანისთვის და ქვეყნისთვის. მე ეს გამოწვევა მივიღე ჩემს გუნდათ ერთად და ამას ვაკეთებ“, - აღნიშნა ხაზარაძემ.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები