ეკონომიკა

კარლ ჰარცელი: საქართველოს გზებზე საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოებაში მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ

19.02.19 13:45


ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს პარტნიორია და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის 100 კილომეტრი განახლდება.

"ეს არის საქართველოს საგზაო ხერხემლის ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში კიდევ დამატებით 100 კმ გზა განვითარდება და სამგზავროდ უფო უსაფრთხო იქნება. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც რეგიონის სატრანზიტო ცენტრის, სტრატეგიული ფუნქციის განხორციელებას. ეს ასევე ნიშნავს სამშენებლო სექტორში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ 6,1 მილიარდი ევროს მოცულობის ტექნიკურ საგრანტო დაფინანსებას გამოვყოფთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ახალ ინვესტიციებს, გავაძლიეროთ საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაძლებლობები, რათა მან ქვეყანაში უფრო მასშტაბური პროექტები განახორციელოს. ამით ჩვენ მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ საქართველოს გზებზე საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოებაში.

მინდა, ყველას მივულოცო დღევანდელი შეთანხმების გაფორმება და მოუთმენლად ველოდები ჩვენს მომავალ თანამშრომლობას",-აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები