ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო მისია საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას აფასებს

22.02.19 11:15


საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისია მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით სსფ-ის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის შესრულების მიმდინარეობის მიზნით საქართველოში იმყოფება.

ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ მოიწონა 2018 წლის დეკემბერში პროგრამის მესამე მიმოხილვა და საქართველოს 41,6 მლნ აშშ დოლარის ოდენობის მორიგი ტრანში წარუდგინა.

სსფ-ის მისია პროგრამის მორიგი, მეოთხე მიმოხილვის მომზადების ფარგლებში შეხვედრებს მართავს ქვეყნის მთავრობის ეკონომიკური ბლოკის ხელმძღვანელებთან და პარლამენტის დეპუტატებთან, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე განიხილავენ 2019 წლის მაკროეკონომიკურ ტენდენციებს, საშუალოვადიან ფისკალურ პარამეტრებს ქვეყანაში, ასევე ეკონომიკურ დინამიკას რეგიონში.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმების მსვლელობას, პირველ რიგში, განათლების სისტემაში და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის.

წინასწარი მონაცემებით, სსფ-ის მისია დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მუშაობას ეკონომიკის სტაბილურობის უზრუნველყოფისა და გარე შოკების გადალახვის კუთხით.

უფრო ადრე მისიამ არაერთხელ აღნიშნა, რომ, მიუხედავად დადებითი შედეგებისა, ხელისუფლება აუცილებლად უნდა იყოს ყურადღებით გარე ბაზრებზე სიტუაციის შესაძლო გაუარესების მიმართ, ასევე განაგრძოს რეფორმები ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობისთვის.

საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერაზე ორიენტირებული ახალი სამწლიანი პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. შეთანხმება გულისხმობს საქართველოსთვის დაახლოებით 297,5 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, საიდანაც 166,3 მილიონ დოლარზე მეტი საქართველომ უკვე მიიღო.

დარჩენილ თანხას საქართველო სამი ნახევარწლიანი მიმოხილვის წარმატებული დასრულების პირობით წლინახევრის განმავლობაში მიიღებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები