ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

22.02.19 13:00


პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა-მარტინსა და საქართველოში სსფ-ის მუდმივ წარმომადგენელს, ფრანსუა პეშოს შეხვდა.

შეხვედრაზე ირაკლი კოვზანაძემ სავალუტო ფონდის მისიასთან საქართველოს მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების, საპენსიო რეფორმის, საბანკო ზედამხედველობის გაძლიერებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.

„შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო; ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ, იმ გამოწვევებზე, რაც მათ განხორციელებას თან ახლავს. მათ შორის, საბანკო სექტორში არსებულ აქტუალურ საკითხებსა და ფინანსური სექტორის მდგრადობაზე“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

თავის მხრივ, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება და პროგრესს, რომელსაც საქართველო აღწევს სსფ-ის პროგრამის ფარგლებში, მომდევნო შეხვედრებისას კვლავ განიხილავენ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები