საზოგადოება

აჭარის ტურისტულ ობიექტებს "იდუმალი სტუმარი" შეაფასებს

20.07.16 18:15


აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აგრძელებს პროექტს „იდუმალი სტუმარი“, რომლის ფარგლებშიც აჭარაში მდებარე 150 ტურისტულ ობიექტში მომსახურების ხარისხს „იდუმალი სტუმარი“ დაადგენს, იტყობინება უწყება.

მომსახურების კვლევა „იდუმალის სტუმრის“ მეთოდის გამოყენებით სექტემბრამდე 80 სასტუმროსა და 70 კვების ობიექტში განხორციელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კვლევისას აღმოჩენილი ხარვეზების შესახებს რეკომენდაციებს ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს ინდივიდუალურად მიაწვდის.

„იდუმალი სტუმრის“ მეთოდოლოგია მომსახურების სფეროში ხარისხის შეფასების ყველაზე ზუსტ ბარომეტრად ითვლება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აღნიშნულ მეთოდს რეგიონში მომსახურების ხარისხის დონის დასადგენად და გასაუმჯობესებლად 2014 წლიდან იყენებს. 2014 წელს პროექტის ფარგლებში ტურისტული სააგენტოები, 2015 წელს კი სააგენტოებთან ერთად განთავსებისა და კვების ობიექტები შემოწმდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების კუთხით ორ ახალ პროექტს „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ და „სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრი“ ახორციელებს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები