საზოგადოება

გარემოს დაცვის სამინისტროში ბიომასების ეფექტური გამოყენების საკითხებზე იმსჯელეს

20.07.16 19:05


გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ბიომასების ეფექტური გამოყენების საკითხებზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის მოადგილე, პროექტის თანათავმჯდომარემ მაია ბითაძემ მიმართა.

შეხვედრა ,,ლევან მიქელაძის ფონდის“ ,,საქართველოს რეფორმების ასოციაციასთან“ თანამშრომლობით გაიმართა, სადაც ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა, ბიომასების ეფექტური გამოყენების თემაზე სხვადასხვა რეკომენდაციები წარმოადგინეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევით ცენტრთან (SFPA), საქართველოს რეფორმების ასოციაციასთან თანამშრომლობით, Slovak-Aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ტარდება და საჯარო დისკუსიებს, საზოგადოების ინფორმირებას, რეკომენდაციების შემუშავებას ითვალისწინებს, რაც საქართველო ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

სამუშაო შეხვედრას სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები