პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი - ნებისმიერი შეკითხვა საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის თაობაზე არის არაობიექტური და უადგილო

09.05.16 21:05


ნებისმიერი შეკითხვა საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის თაობაზე არის არაობიექტური და უადგილო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა, რომელიც ქართულ-ამერიკულ სწავლებას ”ღირსეული პარტნიორი” გამოეხმაურა.

პრემიერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეს წვრთნები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

”ეს სამხედრო წვრთნები არის ძალიან ნათელი მაგალითი ჩვენი პარტნიორობისა დასავლეთთან. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს თავადაცვისუნრიანობის ზრდა. ჩვენ გავიარეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს სამხედრო რეფორმისა, როდესაც საქართველოს სამხედრო შენაერთები არიან მაქსიმალურად თავსებადი ნატო-ს სტანდარტებთან. დღეს ჩვენ გვაქვს დასაწყები ახალი ეტაპი, რომ საქართველოს სამხედრო შენაერთების თავდაცვისუნარიანობა გავაძლიეროთ. სწორედ აქეთკენ არის მიმართული წვრთნები, რომელიც იწყება საქართველოში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის გამოხატულება საქართველოს ურყევი ნებისა და საქართველოს მოსახლეობის სუვერენული გადაწყვეტილებისა საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის თაობაზე და ნებისმიერი შეკითხვა ამ ვექტორის თაობაზე ჩემი აზრით, არის არაობიექტური და უადგილო. ამიტომ ჩვენ მივესალმებით ამ წვრთნებს, არაფერი პროვოკაციული ამაში არ არის და ეს წვრთნები არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ”, - განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ გაცილებით უფრო ბევრი პროვოკაციული ელემენტებია იმ ”ხელშეკრულებებში”, რომლებსაც ხელი ეწერება მოსკოვსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის”.

წელს „ღირსეული პარტნიორი“ ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მეორედ გაიმართება და მასში 1300 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. სწავლებაში 650 აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის, 500 ქართველი და 150 ბრიტანელი სამხედრო ჩაერთვება. ქართულ-ამერიკული სწავლება ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნება და 26 მაისამდე გაგრძელდება.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები