საზოგადოება

ნინო ქათამაძე მოსკოვში სოლო კონცერტს გამართავს

20.07.16 19:45


პოპულარული ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე & Insight 28 ივლისს სოლო კონცერტს მოსკოვის პარკში „კრასნაია პრესნია“ გამართავს.

კონცერტი ორკესტრის თანხლებით ჩაივლის. შესრულდება სიმღერები ახალი ალბომიდან Yellow, რომელიც მუსიკოსებმა 2016 წლის დასაწყისში ბერლინში, ცნობილ სტუდიაში TRIXX Studios ჩაწერეს.

რიგით მეექვსე სტუდიურ ალბომში Yellow რვა ახალი კომპოზიცია შევიდა. ალბომი ჯგუფის ფერადოვან კონცეფციას განაგრძობს. მომღერლის განცხადებით, ამ ალბომმა რეპერტუარი მზის ენერგიით სავსე თავისუფალი მუსიკით შეავსო.

ნინო ქათამაძე 1972 წლის 21 აგვისტოს ქობულეთში დაიბადა. 1990 წელს ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური ინსტიტუტის ვოკალურ განყოფილებაზე ჩაირიცხა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად გამოდიოდა და სხვადასხვაგვარ მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობდა.

პროფესიული კარიერა ჯგუფ „ინსაითთან“ ერთად ქათამაძემ 1999 წელს დაიწყო.

მომღერალი ასრულებდა ჯაზის, ბლუზის და world music-ის სინთეზს, მალე მიაღწია წარმატებას როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე ევროპაში. ქათამაძე ხშირად მართავს სოლო-კონცერტებს რუსეთში.

ქათამაძის მუსიკა ჟღერს კინოფილმებში „ვაშლი“, „ინდი“, „ქალთევზა“, „გზატკეცილი М8“ და სხვ.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები