საზოგადოება

ბაკურიანი ზაფხულში აქტიური დასასვენებელი კურორტების ათეულშია

20.07.16 20:05


ქართული კურორტი ბაკურიანი რუსეთისა და ახლო საზღვარგარეთის კურორტების ათეულში მოხვდა.

რეიტინგი RoomGuru.ru-მ Forbes-თან ერთად შეადგინა. კომპანიებმა გამოარკვიეს, რუსეთისა და საზღვარგარეთის რომელ კურორტებზეა აქტიური დასვენების ყველაზე ბევრი ვარიანტი.

ბაკურიანს სიაში მეხუთე ადგილი უკავია. RoomGuru.ru-ს მონაცემებით, ბაკურიანში ორი ადამიანის ერთკვირიანი დასვენება 26 ათასი რუბლი დაჯდება ხოლო თვითმფრინავით მგზავრობის შემთხვევაში — 56 ათასი რუბლი. დასვენების ღირებულებაში შევიდა ორი ადამიანის თვითმფრინავით მგზავრობა მოსკოვიდან და პირიქით, შვიდი დღე სასტუმროში (ორი ადამიანი) და ერთი ან რამდენი გასართობი ღონისძიება.

ტოპ-ხუთეულში შევიდა „კრასნაია პოლიანა“ (სოჭი), ჩიმბულაკი (ყაზახეთი), შაჰდაგი (აზერბაიჯანი) და შერეგეში (რუსეთი).

ათეულში ასევე შედის ბუკოველი (უკრაინა), ინსბრუკი (ავსტრია), ლა მოლინა (ესპანეთი). ბიარიცა (საფრანგეთი) და ენგადინი (შვეიცარია).


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები