მსოფლიო

აზერბაიჯანში ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება იწყება

08.03.19 16:15


აზერბაიჯანში მასშტაბური სამხედრო სწავლება 11-15 მარტს ჩატარდება.

ქვეყნის თავდაცვის უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სწავლებაში 10 ათასამდე სამხედრო, 500 ერთეული ტანკი, ჯავშანმანქანა, მათ შორის საავტომობილო და სპეციალური ტექნიკა იქნება ჩართული.

გარდა ამისა, სწავლებაში იქნება ჩართული 300 სხვადასხვა კალიბრის სარაკეტო-საარტილერიო დანადგარი, რეაქტიული სისტემა, ავიაციის 20-მდე სხვადასხვა დანიშნულების ვერტმფრენი და თვითმფრინავი.

სწავლების დროს სამხედროები შემტევი ოპერაციის იმიტაციას შეასრულებენ, შეიმუშავებენ დარტყმის მიყენებას ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით და სხვა ამოცანებს შეასრულებენ.

გარდა ამისა, პოლიგონებზე სამხედროები სროლას შეიარაღების ახალი სისტემებიდან განახორციელებენ, მათ შორის რაკეტების პრაქტიკულ გაშვებას.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები