საზოგადოება

სასამართლომ დავით კირკიტაძე წინასწარი პატიმრობიდან არ გაათავისუფლა

12.03.19 13:45


სასამართლომ დავით კირკიტაძე წინასწარი პატიმრობიდან არ გაათავისუფლა. “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მოსამართლემ არ გაითვალისწინა თავდებობა, რომლითაც სასამართლოს 1000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი და ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე კახეთში 17 დეკემბერს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დავით კირკიტაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე 14 იანვარს გამართლდა, თუმცა მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის სხვა საქმეზეც მიმდინარეობს, კერძოდ: გამოძიება ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრს 2018 წლის 16 დეკემბერს ველისციხეში პოლიციელზე თავდასხმას ედავება. სწორედ ამ საქმეზე შეუფარდეს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა.





წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები