მსოფლიო

ერევანში პოლიციამ დემონსტრანტები დაშალა

21.07.16 14:55


მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდა ასეულობით პოლიციელს ერევანში პოლიციის აღებული შენობის წინ მოედნის მომიტინგეებისაგან გასაწმენდად. ოპერაცია ორი გაფრთხილების შემდეგ დაიწყო. ყველა მომიტინგე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. გზაჯვარედინზე მხოლოდ ჟურნალისტები და თავად პოლიციელები დარჩნენ.

შესაძლოა დილაადრიანად დაიწყოს სასამართლო განხილვები ყველა პოლიციის უბანში სადაც დემონსტრანტები გადაიყვანეს.

მომიტინგეები უკვე მეოთხედ კეტავენ იმ პოლიციის განყოფილებისკენ მიმავალ ქუჩას სადაც შეიარაღებული რაზმია შეჭრილი.

20 ივლისს შეტაკება მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა მოითხოვეს პოლიციის შენობაში გამაგრებული შეიარაღებული პირებისა და მათი მძევლების კვების საკითხის გადაწყვეტა.

17 ივლისის დილით ერევნის გარეუბანში, ერებუნის რაიონში შეაიარაღებული პირების ჯგუფმა პოლიციის განყოფილების შენობა აიღო. ისინი სომხური ოპოზიციური სამოქალაქო ინიციატივის „დამფუძნებელი პარლამენტის“ კოორდინატორის ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას მოითხოვენ, რომელსაც იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა ედება ბრალად.

პოლიციის შენობის აღებისას მოკლეს პოლიციის პოლკოვნიკი არტურ ვანოიანი, დაჭრილი არიან პოლიციის პოლკოვნიკი არამ ოვანისიანი, ვიცე-პოლკოვნიკი გრაჩ ოსეგიანი და ზემდეგი გაგიკ მკრტჩიანი. მძევლად რჩება ოთხი ადამიანი. მათ შორის, არსებული ინფორმაციით, სომხეთის პოლიციის უფროსის ორი მოადგილე.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები