საზოგადოება

თბილისის სასამართლომ შოუბიზნესის წარმომადგენლები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

21.07.16 15:05


ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე დღეს სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლეს, თითოეული 150 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ.

აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი ჩანაცვლების შესახებ ბრალდებულთა ადვოკატმა იშუამდგომლა. მათ გირაოს თანხის შესატანად 5 დღიანი ვადა აქვთ. სასამართლო მოსმენები კი კვლავ გაგრძელდება.

ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე მიმდინარე წლის 5 მაისს დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს და 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან უვადო პატიმრობით ისჯება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები