მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

21.07.16 16:55


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

როგორც ერდოღანმა განაცხადა, საგანგებო მდგომარეობა აუცილებელია საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. მისივე თქმით, სწრაფად მოხდება იმ ტერორისტული ორგანიზაციის ყველა ელემენტის ნეიტრალიზება, რომელიც გადატრიალების მცდელობის დროს გამოიყენეს. როგორც მან აღნიშნა, დემოკრატიულ ინსტიტუტებს ამ პერიოდის განმავლობაში საფრთხე არ შეექმნებათ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები