საზოგადოება

ნანი ბრეგვაძე 80 წლისაა. დაასრულებს თუ არა კარიერას ცნობილი მომღერალი

21.07.16 17:15


ცნობილი ქართველი საესტრადო მომღერალი, საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტი ნანი ბრეგვაძე მილოცვებს იღებს — 21 ივლისს მას 80 წელი უსრულდება.

როგორი განწყობით ხვდება იუბილეს, ასევე საჩუქრებსა და კარიერასთან დაკავშირებულ გეგმებზე, ქალბატონი ნანი ბრეგვაძე Sputnik-ს ესაუბრა.

— საერთოდ არ მიყვარს საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, რომ იგი სხვებს არ აღენიშნათ. ჩემი ახლობლები მეხმარებიან და ასე ვთქვათ —სიურპრიზს მიკეთებენ. ასე რომ დღეს მე მინდა თბილისიდან კახეთში გავემგზავრო, ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმში. ამ დღეს ტრადიციულად ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან აღვნიშნავ — თქვა ქალბატონმა ნანიმ.

დაბადების დღის საჩუქრების მიმართაც ცნობილ მომღერალს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს — ქალბატონ ნანის არ უყვარს ხალხის შეწუხება.

— არ დამიჯერებთ და ეს დღე კიდევ იმიტომ არ მიყვარს, რომ ხალხი წუხდება, უნდათ მასიამოვნონ ისე, რომ თავადაც მიიღონ სიამოვნება საჩუქრებისაგან. მე კი მეუხერხულება, როცა საჩუქრებს მიკეთებენ. თუმცა, ჩვეულებრივ დღეებში საჩუქრები ძალიან მიყვარს. აბა ვის არ უყვარს საჩუქრები?! მაგრამ როცა ვიცი რომ დღეს, ჩემს დაბადების დღეზე საჩუქრები უნდა მომიტანონ — ძალიან ვნერვიულობ. და ამ დღეს ასეთი განწყობა მაქვს — რატომ წუხდებოდით?— ამბობს მომღერალი.

ნანი ბრეგვაძე Sputnik-ს გავრცელებული ხმების თაობაზეც ესაუბრა — რომ იგი კარიერას ასრულებს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები