პოლიტიკა

გიორგი ქობულია - ბელარუსთან ერთობლივი საწარმოების მაგალითი უკვე გვაქვს, საუბარი იმაზეა, როგორ შეიძლება თანამშრომლობა გავამყაროთ

20.03.19 18:00


ბელარუსთან ერთობლივი საწარმოების მაგალითი უკვე გვაქვს, საუბარი იმაზეა, თუ როგორ შეიძლება თანამშრომლობა გავამყაროთ, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.

ქობულია „ექსპო ჯორჯიაში" საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ბელარუსული პროდუქციის გამოფენას Made in Belarus დაესწრო, რომლის ფარგლებშიც ასევე იმართება ქართულ-ბელარუსული საქმიანი საბჭოს სხდომა.

„ერთობლივი საწარმოების მაგალითი უკვე გვაქვს, ტრაქტორები, რომელიც აწყობილია ბელარუსისა და საქართველოს ერთობლივ საწარმოში შეგიძლიათ იხილოთ. ლაპარაკია ლიფტებზე, რაც უკვე დღეს აწყობის პროცესშია და არის ძალიან დიდი პოტენციალი ამ ლიფტების საერთო საწარმოს გაფართოების. გარდა ამისა, ლაპარაკია კომბაინური ტექნიკის წარმოებაზე, საერთო პროექტებზე მედიცინის სფეროში. ბელარუსული პროდუქცია საკმაოდ განვითარებულია ქირურგიასა და ქირურგიულ მოწყობილობებში, და ამაზეც იყო ლაპარაკი, თუ როგორ შეიძლება, თანამშრომლობა გავამყაროთ. სხვადასხვა სეგმენტში თანამშრომლობაზეა საუბარი და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბელარუსი ჩვენთან კულტურულადაც და გეოგრაფიულადაც ახლო ქვეყანაა და ქართველ ხალხს, მოსახლეობას განსაკუთრებით უადვილდება ბელარუს კოლეგებთან და ბიზნესმენებთან ურთიერთობა", - აღნიშნა ქობულიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დიდი ინვესტიციები განხორციელდება ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით.

„ინვესტიციების საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია. საკმაოდ დიდი ინვესტიციები იქნება განხორციელებული ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში", - განაცხადა მინისტრმა.






წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები