პოლიტიკა

თეა წულუკიანი: 2011 წელს საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან წააგო დავა, რადგან საქმე იყო მოუმზადებელი

21.03.19 10:45


ჰააგაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩვენ შევძლებთ დავამტკიცოთ, რომ ქართველების ეთნიკური წმენდა ჩაატარა არა მხოლოდ ე.წ. დამოუკიდებელმა ხელისუფლებამ, არამედ რუსეთმა, სამხედრო ტყვეების, ანწუხელიძის, სოფრამაძისა და სხვების წამება და მოკვდინება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ქართველმა ჯარისკაცებმა კარგად იციან, რომ იუსტიციის სამინისტრო მათ ინტერესებს იცავს.

„ქართველმა ჯარისკაცებმა თქვენზე კარგად იციან, ამ შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ ვგულისხმობ, ვინ არის მათი რეალური გულშემატკივარი, ჩვენ იუსტიციის სამინისტრო ვიცავთ მათ ინტერესებს და მათ ეს იციან, ჩვენი ჯარი ასევე იყო იმ კონფლიქტის დროს მსხვერპლი და დაზარალებული, შესაბამისად, აქ საუბარი რაღაცა ტიპის კითხვის ნიშნებზე უკადრებელი საქციელია.

ამასთან, 2011 წელს საქმე არ ეხებოდა სისხლის სამართლის სასამართლოს ჰააგაში, ეს ეხებოდა ჰააგაში მოქმედ სხვა სასამართლოს, რომელსაც საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლო ჰქვია, ისიც ჰააგაშია, გაერო-ს სასამართლოს სახელით არის ცნობილი და დიახ, ადეიშვილი იყო მინისტრი, მისი მოადგილე ქალბატონი თინა ბურჯალიანი, რომელიც იცავდა ამ საქმეს და 2011 წელს რუსეთის წინააღმდეგ დავაში ისინი დამარცხდნენ. ბატონი სერგი კაპანაძე ამას ხშირად გვახსენებდა. 2011 წელს, წინა ხელისუფლების მიერ შეტანილმა დავამ რუსეთის წინააღმდეგ ამ სასამართლოში განიცადა მარცხი, რადგან საქმე იყო მოუმზადებელი. ეს გადაწყვეტილება არის საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ეს წერია აღნიშნული სასამართლოს რეგლამენტში. ახლა თქვენი საყვედურია, მე რომ დავაშავეო, აგვისტოს ომი წავაგე, გამოვიქეცი და ტერიტორიები დავკარგე, შენო რატომ არ აღადგინე რუსეთთან ისეთი ურთიერთობა, რომ გააერთიანო ქვეყანაო. თურმე მე გავხდი იუსტიციის მინისტრი, დამახვა თქვენი წაგებული დავა და დრო გავუში, ექვსი წელი ვზივარ არხეინად. ეს არის ტყუილი, რადგან 2014 წლის დეკემბერში არის შესაბამის ნოტა გაგზავნილი. ახლა რა ხდება, 2014 წლის შემდეგ, თქვენ დავა რომ საბოლოო გადაწყვეტილებით წააგეთ, თქვენ მიერ დაკარგული ტერიტორიები მოგებული ტერიტორიები და ომია და ეს ნოტა არის ქაღალდის ნაგლეჯი, ეს არის თქვენი პოლიტიკური დემაგოგია“, – მიმართა წულუკიანმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები