საზოგადოება

ტექნიკური პრობლემის გამო მეტროს მუშაობა შეფერხდა

21.03.19 11:15


დღეს, 21 მარტს, 10:00-ზე, თბილისის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ მატარებელს ტექნიკური პრობლემა შეექმნა. აღნიშნულის გამო, მეტროს მუშაობა გარკვეული ხნით შეფერხდა.

მეტროპოლიტენის პრესსამსახურის ცნობით, პრობლემა ვაგონთა შემადგენლობას პირველ ხაზზე, მეტროსადგურ “სამგორში” დაუფიქსირდა, რის გამოც მისი ჩიხში შეყვანა და ახალი მატარებლის გამოძახება გახდა საჭირო. პროცესს, დაახლოებით, 12 წუთი დასჭირდა.

პრესსამსახურის თანახმად, ამ დროისთვის, მეტრო შეუფერხებლად მუშაობს. მეტროპოლიტენში შეფერხების კონკრტულ მიზეზებზე, ჯერჯერობით, ვერ საუბრობენ.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები