პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ბუენოს-აირესში გაეროს მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობს

21.03.19 11:30


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბუენოს-აირესში მიმდინარე გაეროს მაღალი დონის სეგმენტის კონფერენციაში “სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა” მონაწილეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დავით ზალკალიანი სესიის მიმდინარეობისას ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და თანამშრომლობის აღნიშნული პლატფორმის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას . მინისტრი განვითარებადი ქვეყნებისთვის თანაბარი შესაძლებლობების გაზიარებასა და საქართველოს წარმატებულ მაგალითებზეც ისაუბრებს, მათ შორის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველო სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის კონფერენციაში პირველად მონაწილებს. მაღალი დონის შეხვედრა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა და არგენტინის პრეზიდენტმა მაურიციო მაკრიმ გახსნეს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი გახსნის ცერემონიის ფარგლებში ჩილეს პრეზიდენტს სებასტიან პინიერას, პარაგვაის პრეზიდენტს მარიო აბდო ბენიტესს და საგარეო საქმეთა მინისტრს ლუის ალბერტო კასტილიონის შეხვდა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები