პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძე ჟენევაში გუაიდოს გარდამავალი მთავრობის წარმომადგენელს შეხვდა

21.03.19 12:15


ჟენევაში საქართვლოს მუდმივმაწარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ, ხანმოკლე შეხვედრა გამართა ჟენევაში გუაიდოს გარდამავალი მთავრობის წარმომადგენელთან, მარია-ალეხანდრა არის ტეგუიეტა ალვარესთან.

შეხვედრა საქართველოს თანაორგანიზებით გამართული ღონისძიების - „ადამიანის უფლებათა დარღვევები ვენესუელაში“ დასასრულს გაიმართა.

ვიქტორ დოლიძემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს პოზიცია ვენესუელასთან მიმართებაში. მისი განცხადებით, საქართველო არასდროს აღიარებდა მადუროს რეჟიმს; ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, არ ცნო 2018 წელს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. მისი თქმით საქართველო აღიარებს ეროვნულ ასამბლეას, როგორც ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოს და ხუან გუაიდოს როგორც დროებით პრეზიდენტს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო ყურადღებით აკვირდება ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს და იმედოვნებს, რომ ქვეყანა ახლო მომავალში დაუბრუნდება საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეს, რაც შესაძლებელს გახდის ორ ქვეყანას შორის აღდგეს სრულფასოვანი ურთიერთობები, რომელიც დაფუძნებული იქნება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპზე.

მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები