პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, რუსთაველის 12-დან, საიდანაც „თიბისი ბანკზე“ კიბერთავდასხმა განხორციელდა, კომპიუტერები ამოიღეს

21.03.19 12:30


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, რუსთაველის 12-დან, საიდანაც „თიბისი ბანკზე“ კიბერთავდასხმა განხორციელდა, კომპიუტერები ამოიღეს.

"თიბისი ბანკი" შს მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში კიბერთავდასხმის მისამართად რუსთაველის 12-ს უთითებს. აღნიშნულ მისამართზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას მეზვრიშვილი ადასტურებს.

რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსთაველის 12-ში მდებარე ოფისი სავარაუდოდ, კოკა ყანდიაშვილს ჰქონდა ნაქირავები და რამდენად მოხდება ყანდიაშვილის დაკითხვა, შს მინისტრის განმარტებით, თუკი, გამოძიება საჭიროდ ჩათვლის ყანდიაშვილის გამოკითხვას, ის დაიკითხება.

"თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს გამოძიებას, რამდენიმე თვეა, ეს გამოძიება მიმდინარეობს. ეს გახლავთ საკმაოდ კომპლექსური სისხლის სამართლის საქმე, არ გახლავთ რიგითი საქმე, რომლის გამოძიების დარულება შესაძლებელი იქნება ერთ დღეში, ორ დღეში და ერთ კვირაში. ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, როგორც გამოკითხვები, ასევე ამოღებულია კომპიუტერები, მათ შორის რუსთაველის 12-დან. მიმდინარეობს ინფორმაციის დამუშავება, შესწავლა. კომპიუტერული ინფორმაციის დამუშავებისთვის საკმარისი არ არის მცირე დრო", - აცხადებს მეზვრიშვილი.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები