ეკონომიკა

ეკონომიკის ზრდის ტემპი შემცირდა

21.03.19 13:00


წინასწარი მონაცემებით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2018 წელს 4.7%-ით გაიზარდა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 0.1%-ით ნაკლებია. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

ლარში გამოხატულმა საქართველოს მშპ-მ 2018 წელს 41.077 მლრდ შეადგინა, რაც დოლარებში 16.207 მლრდ-ს უდრის, ნაგულისხმევი კურსი 2.53. იმავე მონაცემებით მშპ 1 სულ მოსახლეზე 11 000 ლარს -$4345-ს შეადგენს.

მშპ-ს ზრდის ტემპთან ერთად 6.1%-დან, 3.6%-მდე შემცირებულია მშპ-ს დეფლატორიც, რაც თავის მხრივ მინიმალური მაჩვენებელია 2013 წლის შემდეგ.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17.0 პროცენტი) და მრეწველობა (17.0 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10.2 პროცენტი), მშენებლობა (9.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (8.2 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (7.7 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7.4 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5.8 პროცენტი).

მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2009 წელთან შედარებით 133%-ით, 4700-დან 11 000 ლარამდე გაიზარდა, დოლარში კი 54%-ით $2820-დან $4345-მდე.

4.7%-იანი ზრდის პირობებში ეკონომიკას გასაორმაგებლად 15 წელი დასჭირდება.






წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები