საზოგადოება

ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს

21.03.19 13:45


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

როგორც საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი აღნიშნავს, თავისუფალი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში განუზომელია.

„პროფესიულ დღეს ვულოცავ ჟურნალისტებს, მომავალ ჟურნალისტებს და სრულიად საზოგადოებას.

თავისუფალი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში განუზომელია.

ჟურნალისტის პროფესია არის საპატიო, გამორჩეულად საინტერესო და მნიშვნელოვანი და იგი ერთ-ერთ უმთავრეს ფუნდამენტურ უფლებას - სიტყვის თავისუფლებას და ხალხს ემსახურება.

საქართველოს პარლამენტის სახელით, მედიის თითოეულ წარმომადგენელს ვულოცავ დღევანდელ დღეს, ვუდასტურებ პატივისცემას და მზადყოფნას თანამშრომლობისთვის“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები